კომპანია Dr. Rodger Laundry Service  წარმოადგენს დამოუკიდებელ საწარმოს, რომლის დაარსების მთავარი მიზანია  მაქსიმალური ხარისხის და წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვა ქიმწმენდასა და თეთრეულის რეცხვაში და  ამ მომსახურეობის მიწოდება მომხმარებელთა ფართო სპექტრისათვის.

ჩვენ ვემსახურებით თითქმის ყველა ტიპის დაწესებულებას და დარგს, მათ შორის: სასტუმროებს, რესტორნებს, სამედიცინო კლინიკებს, საავადმყოფოებს, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს. ჩვენს მომსახურეობაში შედის  როგორც უშუალოდ რეცხვა, ქიმწმენდა, თეთრეულის დეზინფექცია, აღდგენა და მიტანა, ასევე თეთრეულის გაქირავება, რაც დამატებით კომფორტს ქმნის ჩვენი კლიენტებისათვის.

საწარმოში დამონტაჟებული ყველა  დანადგარი არის უმაღლესი ხარისხის და შერჩეულია გულდასმით, რაც რეცხვის მაქსიმალურ ხარისხთან ერთად თეთრეულთან ნაზ და სათუთ მოპყრობას უზრუნველყოფს.  ესპანური და გერმანული წარმოების დანადგარებში Diverse-ის  უმაღლესი ხარისხის სარეცხი საშუალებები გამოიყენება. ამ კომპონენტთა ერთობლიობა სასტუმრო სექტორთან თანამშრომლობისა და მისი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.

სათაო ოფისი და სამრეცხაო კომბინატი სულ რაღაც 14 წუთის მანძილზე მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან, უზრუნველყოფს  24/7  მიწოდების მომსახურებას თბილისიდან 200კმ რადიუსით – ნებისმიერი მიმართულებითა და რაოდენობით.

სამრეცხაოს მართველი მენეჯერ გახლავთ ქ-ნი ნინო კახიაშვილი.

ენები »